მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: ვეუბნები, დამიჭირეთ, ჩამსვით ციხეში, ისინი კი მპასუხობენ, არა, იყავი სადაც ხარ

მე დევნილი არ ვარ, მე არ გავრბივარ. ადგილობრივი ოლიგარქები მე არ მიშვებენ სახლში არც საქართველოში და არც უკრაინაში. როდესაც პოროშენკომ თვითმფრინავით ძალით გამომიშვა უკრაინიდან, საქართველოში აეროპორტი დაკეტეს, მათ შეეშინდათ, რომ საქართველოში ჩამიყვანდნენ. ოლიგარქიას მე არ ვუნდივარ. მე უნიკალური შემთხვევა ვარ - ხელისუფლების ერთადერთი მეთაური ისტორიაში, რომელსაც ორი ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვეს და მე ვარ ერთადერთი ადამიანი, რომელიც არათუ არ გარბის, არამედ უნდა და ამბობს "წამიყვანეთ, დამიჭირეთ, გამასამართლეთ, ჩამსვით ციხეში", ისინი კი მპასუხობენ "არა, არა, არა, დარჩი იქ, სადაც ხარ"

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამის შესახებ Rain TV-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

კომენტარები