ეკონომიკური ზრდა

ფინანსთა მინისტრი: საქართველო ინარჩუნებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას

საქართველო ინარჩუნებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას, მიუხედავად რეგიონში განვითარებული არასახარბიელო მდგომარეობისა. ამას აღნიშნავენ საერთაშორისო ორგანიზაციები და სარეიტინგო სააგენტოები. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, საქართველოს მომავალ ხუთწლიან პერიოდში ექნება რეგიონში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა. მაგრამ ეს არ არის მთავარი მიღწევა, უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ რაოდენობრივი, არამედ ხარისხობრივი გაუმჯობესება. მცირდება ჩვენი ტრადიციული მაკროეკონიმიკური გამოწვევები, როგორებიც არის მიმდინარე ანგარიში და დოლარიზაცია. ორივე მიმართულებაში ჩვენ გვაქვს შთამბეჭდავი პროგრესი.

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი პარლამენტში გამოსვლისას

კომენტარები