საბანკო რეგულაციები

მაჭავარიანი: გვენეტაძე ამბობს, 10-ზე მოვიდეს ბავშვი სახლში, მე ვამბობ - 12-მდე დატოვეთ

ძირითადად, ეროვნულ ბანკთან გვაქვს აბსოლუტური თანხმობა მთავარ პრინციპებსა და ხედვაზე. უმნიშვნელო განაკვეთებზე შეიძლება იყოს განსხვავება, ეს არის ნორმალური და გეტყვით რასთან გვაქვს საქმე. ვისაც თინეიჯერი შვილი გვყავს, ჩვენ ყველანი ვნერვიულობთ, რომ გვიან არ მოვიდნენ, რამე არ დაუშავდეთ. სხვაობა გინდა გითხრათ ჩემი და ბატონი კობას მიდგომებს შორის? ის ამბობს, 10 საათზე მოვიდეს ბავშვი სახლში და მე ვამბობ, 12-მდე დატოვეთ.

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი პარლამენტში საუბრობს საბანკო რეგულაციებზე

კომენტარები