საპენსიო რეფორმა

მაჭავარიანი: თუ სავალდებულო დაგროვებით სისტემას არ შემოვიღებთ, გადასახადები გაიზრდება

თუ ჩვენ არ შემოვიღებთ სავალდებულო დაგროვებით სისტემას, უნივერსალური პენსია ან ვერ გაიზრდება, ან თუ გაიზრდება, აუცილებლად საგადასახადო ტვირთის შედეგად. აი, მაშინ ნახეთ თქვენ რას ჰქვია საგადასახადო ტვირთი. როდესაც 400 და 500 ლარიან დაპირებებს იძლევიან პენსიების და მომავალში ჩვენ 1000 და 2000 ლარამდეც გვინდა გავზარდოთ პენსია? თუ არ წავიდა დაგროვებით, მაშინ ეს განაკვეთები კი არ დარჩება 25%-იანი, დარჩება რაც ევროპულ ქვეყნებშია, 45%-50% და ა.შ. შესაბამისად, დაგროვებითი პენსიის შემოღება ნიშნავს, დავაზღვიოთ მომავალში გადასახადების ზრდა, რომ მომავალ მთავრობებს, თქვენნაირი პოპულისტების ზეწოლის ქვეშ რომ იქნებიან, ხელი არ გაექცეთ და გადასახადები არ გაზარდონ.

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი პარლამენტში ოპოზიციის კითხვებს პასუხობს

კომენტარები