სასამართლო რეფორმა

აშშ-ის ელჩი მოსამართლეების შესახებ კანონზე: ცოტა არ იყოს, გულდაწყვეტილები ვართ

ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სასამართლო სისტემის განვითარებას. ჩვენთვის ეს საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული, რადგანაც იგი უზრუნველყოფს მოსახლეობის ნდობას დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. მოგეხსენებათ, რა კანონმდებლობაც იქნა მიღებული ბოლოს, ამასთან დაკავშირებით ცოტა არ იყოს, გულდაწყვეტილები ვართ, რადგან არ მოხდა ადეკვატურად და სრულად იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, რაც ევროკავშირმა, ევროსაბჭომ, ეუთო-მ და ვენეციის კომისიამ გასცეს ამ მიმართულებით. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხებს მომავალში მიაქცევენ ყურადღებას. აუცილებელია, პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ, პარლამენტმა შეასრულოს თავისი კრიტიკული როლი ამ პროცესში და უზენაეს სასამართლოში მივიღოთ ის მოსამართლეები, ვისაც ექნება საჯარო და მაღალი ნდობა

პირველი არხის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმა სასამართლო რეფორმის შესახებ განაცხადა.

კომენტარები