ვანო მერაბიშვილი საქმე

სააკაშვილი: ივანიშვილი ასლან აბაშიძეს ჰგავს, ოპონენტების ეშინია და უნდა ციხეში ჰყავდეს

ივანიშვილის ერთი-ერთზე ჰგავს ასლან აბაშიძეს. მე კარგად მახსოვს ასლან აბაშიძე როგორ ალპობდა ციხეში თავის პოლიტიკურ ოპონენტს და ეშინოდა მისი გაშვება. ივანიშვილისთვის ადამიანის ციხიდან გაშვება არის ხელისუფლების დაკარგვის ტოლფასი. რაღაც ესეთი ის ჩაიდო თავში. ხელისუფლების დაკარგვის ტოლფასი, კომფორტის დაკარგვის ტოლფასი. მას უნდა  რომ ყველა ოპონენტი ან ჰყავდეს ქვეყნის გარეთ ან ჰყავდეს ციხეში. მაგრამ ასე ხელისუფლება არავის შეუნარჩუნებია მსოფლიოში და ივანიშვილის ვერ შეინარჩუნებს. პირიქით დააჩქარებს მის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას. უბრალოდ ძალიან სამწუხაროა რომ ვანოს ჯანმრთელობა , წლები პროდუქტიული ეწირება

ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავი 2-ს სატელეფონო საუბრისას უთხრა. სააკაშვილი მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლებასთან დაკავშირებით ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებას ეხმაურება. ყოფილ პრემიერმინისტრს ვანო მერაბიშვილს ვადაზე ადრე არ გაათავისუფლებენ. "უდოს" კომისიამ საქმე 11 აპრილს განიხილა და ყოფილ პრემიერს გათავისუფლებაზე უარი უთხრა

კომენტარები