ქართული ოცნება

ვოლსკი: ოცნების წევრებს პროფესიონალური მონაცემები გაცილებით მაღალი აქვთ, ვიდრე ოპონენტებს

„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ბუნებრივი მოკავშირეები არიან და თუ ერთმანეთში რამე უთანხმოება აქვთ, ამან დიდი გავლენა ან რაიმე სკანდალური ცვლილება არ უნდა გამოიწვიოს. იქ ხანდახან რაღაც გაუგებრობებია, რომელიც გარეთ გამოდის, მაგრამ ამ ორივე პარტიის არსი ძირითადად ერთი და იგივეა, დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ და დანაშაულებები, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა. ასე რომ, აქ ცოტა წაკინკლავება არაფერს განაპირობებს. ქართული ოცნების წარმომადგენლები არის ხალხი, რომელსაც გული შესტკივა, პატრიოტული განწყობების არიან და რაც მთავარია, პროფესიონალური მონაცემები გაცილებით უფრო მაღალი აქვთ, ვიდრე ოპონენტებს.

პარლამენტის ვიცე სპიკერი გია ვოლსკი ენმსა და ევროპული საქართველოს შესახებ საუბრობს. ევროპული საქართველოს წევრმა, აკაკი ბობოხიძემ ენმ საარჩევნო შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. ვოლსკის ამ კომნნეტარს პირველი არხი ავრცელებს.

კომენტარები