აღდგომა

პატრიარქი: ათეისტები გონებას და გრძნობის 5 ორგანოს ეყრდნობიან, არ იციან სულიერი ცხოვრება

ათეისტური სულისკვეთების მქონენი ეყრდნობიან თავის გონებას და იმ მონაცემებს, რისი შეცნობის საშუალებასაც ჩვენი გრძნობის ხუთი ორგანო იძლევა; მათ არ იციან და არც სურთ იცოდნენ რაიმე ადამიანის ბუნების საუკეთესო და ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილზე, _ სულიერ ცხოვრებაზე. მათთვის სიტყვა "ცოდვა", "განწმენდა-კათარზისი", ისეთივე გაუგებარია, როგორც "თავმდაბლობა" ან "სინანულის განცდა". ასეთთა შორის, როგორც წესი, სხეული და მიწა ბატონობს და არა ზეცა და სული

სააღდგომო ეპისტოლე 2019

კომენტარები