პატრიარქის ეპისტოლე

ვაშაძე: პატრიარქმა ისაუბრა ცოდვებზე, რომელიც ხელს უშლის ადამიანებს, რომ წესიერად იცხოვრონ

ორი მთავარი რამ იყო ეპისტოლეში. ყველაზე მთავარია ის, რომ აღდგომამ შეცვალა კაცობრიობის წარსული, აწმყო და მომავალი. ზუსტად ისევე როგორც აღდგომამ შეცვალა საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი. ბევრჯერ მკვდრეთით აღდგა ჩვენი ქვეყანა, ქრისტეს სიყვარულის და სახარების მადლით. აი, ზუსტად ასევე აღდგება ყველა იმ გასაჭირიდან რაშიც დღეს ვართ. მეორე მნიშვნელოვანი რაც მგონია მე, ჩემი მოკრძალებული აზრით იყო იმ ცოდვების ჩამონათვალი, რომელიც უწმინდესმა ორჯერ გაიმეორა ეპისტოლეში და რომელიც საზოგადოებას და ყველა მის წევრს, არ აქვს მნიშვნელობა მართლმადიდებელი ქრისტიანი არის თუ არა, ხელს უშლის, რომ ნორმალურად, წესიერად და ერთმანეთის სიყვარულში იცხოვრონ

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.

კომენტარები