საქართველოს პარლამენტი

კობახიძე: პარლამენტი იყო, არის და იქნება თანამედროვე ქართული დემოკრატიის ქვაკუთხედი

სიმბოლურია, რომ საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის თავს საქართველოს პარლამენტში აღვნიშნავთ. პარლამენტი იყო, არის და იქნება თანამედროვე ქართული დემოკრატიის ქვაკუთხედი. მწვავე პოლიტიკური დაპირისპირებების მიუხედავად, სწორედ პარლამენტში გადაიდგა ისტორიული ნაბიჯები, რომელმაც მიგვიყვანა საქართველოში დემოკრატიული ღირებულებებისა და სამართლის უზენაესობის აღიარებამდე, ძალაუფლების დაბალანსების პრინციპის დამკვიდრებამდე. დღეს საქართველო შემდგარი დემოკრატიული სახელმწიფოა, საპარლამენტო რესპუბლიკის ყველა ატრიბუტით, რომლის პოლიტიკურ სისტემასა და ინსტიტუტებს საფუძველს უმაგრებს თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მიხედვით აგებული კონსტიტუცია. არაერთხელ გვითქვამს და უნდა გავიმეოროთ, რომ ჩვენი ქვეყნის თავისუფლების საფუძველი დემოკრატიაა, ხოლო დემოკრატიას სამართლის უზენაესობა და მყარი კონსტიტუციური საფუძველი განაპირობებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები