ლილიან მორი პასკიე: პატივი უნდა ვცეთ ოპოზიციის აზრს, თუნდაც მათ ყოველთვის არ ვიზიარებდეთ

საქართველოს სჭირდება გააგრძელოს მუშაობა ევროკავშირთან სამართალთან შესაბამოსობის საკითხზე, ასევე დემოკრატიული დიალოგის უზრუნველყოფა პარლამენტში, კონსტრუქციული დიალოგისა ყველა პოლიტიკურ მონაწილე ძალას შორის, იმისთვის რომ მოხდეს საზოგადოების კონსოლიდირება, იმ მხარდაჭერის მოპოვება, რაც საჭიროა ფართომასშტაბიანი რეფორმებისთვის. 

ყველა პოლიტიკურ ძალას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აწევს მხრებზე, როცა ვსაუბრობთ, რომ პატივი უნდა ვცეთ ოპოზიციური პარტიების უფლებებს და შეხედულებებს, რადგან ოპოზიცია ხელს უწყობს პოლიტიკური დებატებს, რაც, თავის მხრივ, დემოკრატიული ინსტიტუციების ჩამოყალიბებისთვის არის საჭირო, მიუხედავად იმისა, რომ ამ შეხედულებებს ყოველთვის არ ვიზიარებთ.

ეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ლილიან მორი პასკიემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა. თბილისში საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო სხდომა გაიმართა. 

კომენტარები