კვიციანი: აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა გადმოკვეთეს საზღვარი და პასუხი არავინ გასცა

დავით გარეჯზე ძალიან ბევრი საუბარი მიდის, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა გადმოკვეთეს საზღვარი და პასუხი არავინ გასცა. მე მაინტერესებს რა წესდებით ხელმძღვანელობენ დღევანდელი ჩვენი მესაზღვრეები. არქიმანდრიტი იქედან დახმარებას იხვეწება, რომ მიდის ძალადობა ფაქტიურად და არ უშვებენ ჩვენს მორწმუნეებს სალოცავად. კი, ძალიან კარგია, რომ გაიხსნა, მაგრამ გვპირდებიან, რომ 5-ში ისევ დაკეტავენ. რატომ ხდება ეს? ხომ არ არის რამე ფარული ზურგს უკან გარიგება მათთან? როგორც ეს ხდებოდა ძალიან ხშირ შემთხვევაში კოდორის ხეობაში, როდესაც ხან დესანტი შემოგვიყვანეს, ხან ჩეჩნები შემოგვიყვანეს ზურგს უკან გარიგებებით. და თუ ეს ასე ხდება, ესე იგი ჩვენთვის ეს ტერიტორიაც დაკარგული იქნება მალე. ამიტომ ვფიქრობ, რომ დავუძახოთ ან შს მინისტრს ან სასაზღვრო დეპარტამენტი ჰქვია თუ რაც ჰქვია, ვერ გაიგებ კაცი, მაგის ხელმძღვანელს და აგვიხსნას რა ხდება იქ.

პატრიოტთა ალიანსის წევრი ემზარ კვიციანი დავით გარეჯში განვითარებული მოვლენების შესახებ. რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა მონასტრამდე მისასვლელი ბილიკი გადაკეტეს, მოგვიანებით კი ისევ გახსნეს.

კომენტარები