ჭიჭინაძე: ვფიქრობ, თვითონ ქალბატონი სალომეა კიბერშეტევა ქვეყანაზე

არ მგონია, რომ ახლა ან რამე კიბერშეტევა იყოს. ვფიქრობ, თვითონ ქალბატონი სალომეა კიბერშეტევა ქვეყანაზე. მე ვფიქრობ, ცოტა უნდა ჩამოყალიბდნენ, როცა კომენტარს აკეთებენ. მგონი, ჩვენს ძალოვან უწყებებს თავისი პრობლემები ეყოფათ, ახლა შინაგანი კიბერშეტევები რომ არ გავუჩინოთ კიდევ საძიებელი. ასე რომ დავემსგავსებით შავ ოთახში შავი კატის ძებნას

დეპუტატი დავით ჭიჭინაძე სალომე ზურაბიშვილის მიერ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის tweet-ის გაზიარებაზე. ტრამპი პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატ ჯო ბაიდენს "მძინარას“ უწოდებს. მოგვიანებით პოსტი სალომე ზურაბიშვილის გვერდიდან წაიშალა და ადმინისტრაციაში თქვეს, რომ ეს სოციალური მენეჯერის შეცდომა იყო. დღეს კი, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ "კიბერთავდასხმაც არ არის გამორიცხული". სალომე ზურაბიშვილის "რეტვიტზე" შსს-მ მოკვლევა უკვე დაიწყო. უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება იმ შემთხვევაში დაიწყება თუ დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები