ლევან მურუსიძე

მურუსიძე შავგულიძეს: თუ სასამართლო ჩაება პოლიტიკაში, ეს არის თქვენი, პოლიტიკოსების ბრალი

ვალდებული ვარ, დავიცვა სასამართლო პოლიტიკისგან, როდესაც პოლიტიკოსები პირდაპირ ლანძღავენ მოსამართლეთა კორპუსს... მე აბსოლუტურად არ მაინტერესებს, ბატონი შალვა რომელ პოლიტიკურ პარტიებს გაუერთიანდა, ეს არის მისი საქმე, მაგრამ, იმის მიზეზად, რომ იყენებს ჩემს სახელს და იძახის, რომ "მურუსიძის გამო, მე გავხდი იძულებული, რომ საქართველოში აღვადგინო სამართლიანობა და გავუერთიანდი ერთ კონკრეტულ პარტიას", ჩემი სახელის ხსენება გახდა ჩემთვის პრობლემა. თქვენ რომ არ გეხსენებინათ ჩემი სახელი, პოლიტიკურ პარტიებს სასამართლო რომ არ გაერიათ პოლიტიკაში, მე როგორც მოსამართლე, ვიქნებოდი მშვიდად, მაგრამ ახლა ჩემი, როგორც ასოციაციის თავმჯდომარის და პირადად მოსამართლის ვალდებულებაა, დავიცვა სასამართლო კორპუსი და მე თუ არ დავიცავი ჩემი თავი, შესაბამისად, ვერ დავიცავ სასამართლო კორპუსს. თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ დღეს სასამართლო ჩაება პოლიტიკაში, ეს არ არის სასამართლოს ბრალი, ეს არის თქვენი, პოლიტიკოსების ბრალი

უვადოდ დანიშნული მოსამართლე ლევან მურუსიძე ტელეკომპანია იმედის გადაცემაში "პირისპირ". მას დებატების დაწყებისას, ადვოკატმა, მთაწმინდის მაჟორიტარმა კანდიდატმა შალვა შავგულიძემ უთხრა, რომ "პოლიტიკურ საქმიანობაშია ჩართული თუ ჩათრეული". შავგულიძემ მას შეახსენა, რომ მოსამართლეს კანონით ეკრძალება პოლიტიკური განცხადებების გაკეთება

კომენტარები