ლევან მურუსიძე

შავგულიძე: ქართული ოცნება იმიტომ დავტოვე, რომ დაადგა უსამართლობის გზას

რატომ დავტოვე ქართული ოცნება? რატომ დავტოვე? იმიტომ დავტოვე, რომ დაადგა უსამართლობის გზას. თქვენ იმ უსამართლობაში ემსახურებოდით ნაციონალურ მოძრაობას, და დღეს ამ უსამართლობაში ემსახურებით ქართულ ოცნებას. მე იმ უსამართლობის დროს ვებრძოდი ნაციონალურ მოძრაობას და ამ უსამართლობის გზას როცა დაადგა ქართული ოცნება, დავტოვე ქართული ოცნება და ვებრძვი მის უსამართლობას.

თქვენ უსამართლობის სამსახურში იყავით ორივე ხელისუფლებასთან და მე უსამართლობის წინააღმდეგ ვიბრძოდი ორივე ხელისუფლების წინააღმდეგ, ამაშია განსხვავება ჩემსა და თქვენ შორის, ჩემი ლევან

ადვოკატი, ევროპული საქართველოს და თავისუფალი დემოკრატების მაჟორიტარი კანდიდატი შალვა შავგულიძე იმედის ეთერში, მოსამართლე ლევან მურუსიძესთან დებატების დროს. მურუსიძემ მას უთხრა, რომ "ორ პარტიაში იყავით".

კომენტარები