ქართული ოცნება

კალაძე: ჩემი თხოვნა იქნება, პარტიასთან ნუ გავაიგიავებთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს

ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არ არის პარტიის წევრი და მას არანაირი კავშირი არა აქვს ქართულ ოცნებასთან. ის არის დამოუკიდებელი კანდიდატი, ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომ მხარი დაგვეჭირა დამოუკიდებელი კანდიდატისთვის. ჩვენ ვაკვირდებოდით მოვლენებს, თუ ვინ იქნებოდა ასეთი კანდიდატი, რადგან სალომე ზურაბიშვილი იყო ერთადერთი, ღირსეული კანდიდატი, პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, დაეჭირა მხარი. შესაბამისად, ჩემი თხოვნა იქნება, პარტიასთან ნუ გავაიგიავებთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს

ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ კითხვას, აშშ-ის სამხედრო ბაზების შესახებ სალომე ზურაბიშვილის გაკეთებული განცხადება ქართული ოცნების პოზიციაა, თუ მხოლოდ პრეზიდენტის.

კომენტარები