აშშ-ის ბაზების განლაგება

გოცირიძე: ზურაბიშვილის განცხადება აშშ-ის ბაზებზე არის რუსული პროპაგანდის გამეორება

ეს არის პირდაპირ დანაშაულებრივი განცხადება, პირდაპირ გამეორება რუსული პროპაგანდის, ეს არის ანტიკონსტიტუციური, ვინაიდან საქართველოს ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტს არ აქვს უფლება  საგარეო პოლიტიკის საკითხებზე გამოხატოს მსგავსი პოზიცია პრემიერმინისტრის თანხმობის გარეშე. ყველა მნიშვნელოვანი საგარეო საკითხი უნდა შეათანხმოს მთავრობასთან. ამიტომ ჩვენი შეკითხვა არის პირდაპირ საგარეო საქმეთა მინისტრთან, ეთანხმებიან თუ არა ისინი ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის ამ განცხადებას, ან დაადასტურონ ან უარყონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან სერიოზულად დავსვამთ საკითხს ჩვენ პარლამენტში. თუკი ზურაბიშვილის განცხადება არ იქნება საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესაბამისი და მან მაინც გააკეთა ეს განცხადება არ არის გამორიცხული რომ ვიფიქროთ იმპიჩმენტზეც კი.

ენმ-ის წევრი რომან გოცირიძე სალომე ზურაბიშვილის განცხადების შესახებ. პრეზიდენტმა ქვეყანაში აშშ-ის ბაზების განლაგების შესახებ თქვა: "ჩვენ არ გვჭირდება ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც შეიძლება, პროვოკაციად იყოს აღქმული."

კომენტარები