ზუგდიდის მერობის კანდიდატი

სააკაშვილი ზუგდიდელებს: როგორც კი სანდრა მოიგებს, ივანიშვილის ბუნდღი აღარ იქნება 

ძალიან მარტივი სიტუაციაა, საქართველოს დაპატრონებულია ერთი სვავი, სახელად ივანა.

ივანას ეზიზღება ქართველი ხალხი, უნდა რომ ქართველები წავიდნენ საქართველოდან და მის მაგივრად საერთოდ ჩამოასახლონ სხვა ხალხი. მას უნდა რომ საქართველოში ყველა ბიზნესი იყოს მისი. მას უნდა რომ ჩვენ გვქონდეს მომავალი საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ჰოლანდიაში, ამერიკაში, თურქეთში, მაგრამ არ გვქონდეს მომავალი საქართველოში.

ივანამ დაასახელა მერობის კანდიდატი ზუგდიდში ვიღაცა შენგელია, თავისი ბანკის თანამშრომელი, სრული არარაობა, არავინ არაფერი, რომელიც იძახის, რა მნიშვნელობა აქვს, მოდით ახლა ეს იყოს..

თუ მანდ იქნება მერი ვიღაც შენგელია, მე შენგელიასთან არ ვიმუშავებ და მაშინ ზუგდიდს არ აქვს პერსპექტივა. თუ იქნება სანდრა, მაშინ ზუგდიდი იქნება სიდიდით საქართველოს მეორე ქალაქი, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით პირველი ქალაქი. ზუგდიდში იქნება მაღალი შემოსავლები, სამუშაო ადგილები, პერსპექტივა...

როგორც კი სანდრა მოიგებს, მე არასდროს მომიტყუებიხართ, მაქსიმუმ ზაფხულის ბოლოს ივანიშვილის ბუნდღი აღარ იქნება საქართველოს ხელისუფლებაში და მე მექნება საშუალება დაგიბრუნდეთ, თქვენთან ერთად ავაშენო ახალი საქართველო.

ძალიან, ძალიან მიყვარხართ ყველანი, ძალინ მენატრებით და ძალინ მალე მინდა ჩამოვიდე, მაგრამ ამაში მინდა თქვენი დახმარება

ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, მისი ცოლის, ოპოზიციური გაერთიანება ძალა ერთობაშიას ზუგდიდის მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის ამომრჩეველთან შეხვედრაზე ვიდეო ჩართვის დროს თქვა. ვიდეოს ipress ავრცელებს.

კომენტარები