მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი

შავგულიძე: საზოგადოება განწყობილია რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს

საზოგადოება განწყობილია რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, უნდა შეიცვალოს იმიტომ ,რომ არ შეასრულა ის დაპირებები რასაც პირდებოდა არჩევნების დროსაც და შემდგომაც. ჭავჭავაძის ქუჩის მოსახლეობასთან კონკრეტულად საუბარი იყო ადგილობრივ ლოკალურ პრობლემებზე, რომელიც აწუხებს ამომრჩეველს ,ეს არის ძეგლის სტატუს მინიჭებული სახლების პრობლემა ,რომელიც უმეტესეობა ნგრევადია და მათში ცხოვრება სახიფათოა და სახელმწიფო არ ზრუნავს, რომ შეაკეთოს და ცხოვრება გახადოს შესაძლებელი ,ხოლო თვითონ მაცხოვრებლებს ამის უფლება არ აქვთ ძეგლის სტატუსიდან გამომდინარე

ბლოკი "ევროპული საქართველო თავისუფალი დემოკრატების" მაჟორიტარი კანდიდატი შალვა შავგულიძე ჭავჭავაძის ქუჩაზე მოსახლეობას შეხვდა, მათი პრობლემები ადგილზე მოისმინა და საარჩევნო პროგრამაც გააცნო.

კომენტარები