გიორგი გახარია პარლამენტში

ჭიჭინაძე: გახარიამ პასუხების გასაცემად ყავის შემდეგ შეიძლება პასკაზეც დაგვპატიჟოს

კითხვები, ალბათ, მე არა, ზოგადად, საზოგადოებას აქვს, მაგრამ დარბაზში, ალბათ, არ არის მზად ბატონი გახარია კითხვების გასაცემად და დაველოდებით ახალ ფორმატს რას შემოგვთავაზებს ყავის შემდეგ და ამის მერე დავუსვამთ კითხვებს. ახლა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულია და შეიძლება, პასკებზე დაგვპატიჟოს

დეპუტატი დავით ჭიჭინაძე შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით საუბრობს. გახარიამ რამდენიმე დღის წინ ევროპულ საქართველოს მოუწოდა, რომ თუ დამატებითი კითხვები აქვთ, ყავაზე დაპატიჟონ

კომენტარები