სამადაშვილი: რა თქმა უნდა, მოლოდინი არ გვაქვს, რომ გახარია შეკითხვებზე პასუხებს გაგვცემს

შინაგან საქმეთა მინისტრთან გვაქვს ძალიან ბევრი შეკითხვა, რაც შეეხება, ზოგადად, ქვეყანაში დამძიმებულ კრიმინალურ ვითარებას და კონკრეტულ საქმეებს. მაგალითად, პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საინტერესოა, რა პრინციპით ჩაბარდა ბატონ გახარიას ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა, როდესაც მისი შეცდომის პირდაპირი შედეგია ის კრიზისი, რაც შეიქმნა პანკისში და ჩემთვის ძალიან საინტერესოა, რა გამოსავალს სთავაზობს ის შექმნილი ვითარებიდან საზოგადოებას.

გვექნება კითხვები გამოუძიებელ საქმეებთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ დღეს გახარია რაიმე შეკითხვაზე პასუხს გაგვცემს. მან უკვე დააანონსა, რომ რეალურად პარლამენტში მოდის, რომ კიდევ ერთხელ ცინიკურად განაცხადოს საზოგადოების წინაშე, რომ ის წარმატების მაგალითია იმ ყველაფრის ფონზე, რაც ქვეყანაში ხდება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ არ აქვს მოლოდინი, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში დეპუტატების კითხვებზე პასუხების გასაცემად მიდის.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები