გახარია: სისტემური ხასიათი მიიღო პოლიციის და პოლიციელის დისკრედიტაციის მცდელობამ

რამდენიმე სიტყვით მინდა მოგმართოთ თითოეული პოლიციელის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის სახელით, სწორედ იმ  საკითხებზე, რომლებიც მათ აღელვებთ. მოგეხსენებათ, რომ სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების პოლარიზაციის ხარისხი არის ძალიან მაღალი, საკმაოდ მაღალი რადიკალიზაციის პირობებში ხორციელდება ჩვენი სოციალური და პოლიტიკური ცხოვრება და ხშირ შემთხვევაში ზოგიერთ მხარეს აქვს მცდელობა, რომ ამ პროცესში პოლიცია როგორც ასეთი გახადონ მხარე. მაშინ როდესაც ერთმნიშვნელოვნად, შსს-ს პოზიცია არის, რომ პოლიცია არის სრულიად აპოლიტიკური და ეფექტური ორგანო. შესაბამისად, როდესაც ასეთ მცდელობებს აქვს ადგილი, ყველას უნდა გევსმოდეს, რომ პოლიცია არის ყველასი და პოლიციის ძირითადი მიზანი და რეფომრების ძირითადი მიზანი გახლავთ ის, რომ პოლიცია იყოს აპოლიტიკური. მეორე, ასევე ჩვენთვის და თითოეული პოლიციელისათვის მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ ის, რომ სისტემური ხასიათი მიიღო სამწუხაროდ პოლიციის და პოლიციელის დისკრედიტაციის მცდელობამ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს იღებს კამპანიურ ხასიათს და რა თქმა უნდა, აქაც ყველამ ერთად უნდა გავიხსენოთ ის, რომ პოლიცია ეკუთვნის თითოეულ მოქალაქეს და რა თქმა უნდა, პოლიციის რეპუტაციას უნდა გავუფრთხულდეს ყველა. რამეთუ, ეფექტური პოლიცია და მართლწესრიგი არის თითოეული მოქალაქის დღევანდელ და მისი მომავლის ინტერესებში. მესამე კომპონენტი რასაც მინდა ხაზი გავუსვა არის გარკვეული მცდელობები შეზღუდონ პოლიციის არეალის ქმედებები, თემები, გეოგრაფიული განზომილებები, არვიცი კიდევ კლუბები და კიდევ სხვადასხვა სახის მცნებები. ვერავინ ვერასოდეს პოლიციის კანონიერ ქმედებას ვერ შეზღუდავს საქართველოს იუსრისდიიქციის ქვეშ მყოფ ვერცერთ ტერიტორიაზე და შესაბამისად ყველას უნდა გვესმოდეს რომ პოლიციის კანონიერი ქმედება ვერ შეიზღუდება ვერასდროს და ვერსად. მინდა თითოეულ თქვენგანს და ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო, განსაკუთრებით ისეთ სენსიტიურ თემებზე, როგორიც არის საოკუპაციო ზოლი, თუნდაც საზღვარი, უფრო პასუხიმსგებლობით მოვეკიდოთ ჩვენს ქმედებებს, რამეთუ ქვეყნის უსაფრთხოება არ არის მხოლოდ და მხოლოდ რომელიმე ერთი სოციალური ჯგუფის ინტერესი. ქვეყნის უსაფრთხოება დგას ყველანაირ პოლიტიკურ ინტერესზე უფრო მაღლა.

შს მინისტრი გიორგი გახარია მინისტრის საათის ფარგლებში პარლამენტში სიტყვით გამოდის.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები