მამუკა მდინარაძე

მდინარაძე: მარაზმია ენმ-ის წევრი არასწორი ფაქტებით რამეს რომ გაბრალებს და უსინდისოს გეძახის

თინა ბოკუჩავას გაუკვირდა უმრავლესობის წევრები რამ ააშფოთაო, მე აგიხსნით რამ აღგვაშფოთა. ის კი არ არის აღმაშფოთებელი, რასაც თქვენ აქ თვენი ბუნებრივი მდგომარეობის გამო ლაპარაკობთ და გაწიწმატებული ხართ. აღმაშფოთებელი არის რაღაც დამახინჯებული ფაქტებით რაღაცას რომ გაბრალებენ, შემდეგ ამაზე უსინდისოს რომ გიწოდებენ და კიდევ უფრო აღმაშფოთებელი და მარაზმი იცით რა არის? -  ამას ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი რომ აკეთებს, ეს არის მარაზმი, ეს აღმაშფოთებელიც აღარ არის, ეს ისე თქვენთვის რომ იცოდეთ.

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მიმართავს ოპოზიციის წევრებს პარლამენტში. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, ნიკა მელიამ, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში ვიზიტისას თავის გამოსვლაში "უნამუსო" უწოდა, რასაც ქართული ოცნების დეპუტატების მხრიდან აღშფოთება და ხმაური მოჰყვა.

კომენტარები