მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი ზურაბიშვილზე: ამაზეა, "არ გინდოდათ რძე და ყველი"... და ახლა გვაქვს, აი, ეს

აბა, დაფიქრდით - ჩემი პრეზიდენტობის დროს 4-ჯერ ვიყავი ოფიციალური ვიზიტით თეთრ სახლში, საქართველოში ჩამოვიყვანე ამერიკის ახლანდელი და მაშინდელი პრეზიდენტები და 3-ჯერ ვიცეპრეზიდენტი, ინაუგურაციაზე და ისედაც ბევრჯერ სახელმწიფო მდივანი. დამისახელეთ ისრაელის გარდა, რომელიმე სხვა პატარა ქვეყანა, რომელსაც ამდენი პატივი ერგო. ამაზეა ნათქვამი "არ გინდოდათ რძე და ყველი"... და ახლა გვაქვს, აი, ეს

ასე გამოეხმაურა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "კურიერის" მიერ გავრცელებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ აშშ-მ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ვიზიტზე უარი უთხრა.

კომენტარები