საქართველოს პარალმენტი

ქუცნაშვილი ენმ-ს: სააკაშვილმა ქვეყნის ერთგულების ფიცი ოდესის გუბერნატორობაში გაცვალა

სიტყვა "უსინდისო" რამდენჯერმე ახსენეს ბატონმა ნიკანორ მელიამ და ქალბატონმა თინა ბოკუჩავამ. მინდა, გითხრათ ბატონო ნიკანორ, რომ უსინდისობაა ის, რომ თქვენი წაქეზებით მიხეილ სააკაშვილის პირადი მცველი ახალგაზრდა ადამიანს სცემს თიანეთში და მას ქირურგიული ჩარევა სჭირდება ჯანმრთელობის მდგომარეობის აღდგენისთვის. თქვენ ამაზე ხმას არ იღებთ და ქომაგობთ მოძალადეს. უსინდისობაა ის, რომ თქვენი წარმომადგენელი მარნეულის საარჩევნო ოლქში სცემს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს და თქვენ ამაზე ხმას კი არ იღებთ, პირიქით, ტელევიზიას ახმართ, რომ მედია ალიბი შეუქმნათ პასუხისმგებლობისგან თავის დაძვრენის მიზნით. უსინდისობაა, რომ ქართველ ემიგრანტებს შეხვედრაზე არ უშვებთ და შეკითხვის დასმის სანაცვლოდ მუშტებს უშენთ და თვალებში გაზს ასხურებთ. უსინდისობაა, როცა ჩვენ გვყავს რიგითი ანწუხელიძე, ეროვნული გმირი, რომელმაც ათი კაცის თანდასწრებით ქართულ დროშას ფეხი არ დააბიჯა, ხოლო თქვენმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ერთგულების ფიცი გაცვალა ოდესის გუბერნატორის თანამდებობაში. აქ თბილისის ცენტრში შენობას დიდი უკრაინული ასოებით დააწერა და უკრაინელებს უმტკიცებდა მე უკრაინელი პოლიტიკოსი ვარ, თქვენი პატრიოტი ვარო. აი ეს არის ჭეშმარიტი უსინდისობა. 

ასე მიმართა "ქართული ოცნების" დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა ნაციონალური მოძრაობის წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები