გიორგი გახარია პარლამენტში

კვიციანი გახარიას: ვთვლი, რომ პანკისში სწორად მოიქეცით და შეაჩერეთ მოსალოდნელი სისხლისღვრა

რაც პანკისში მოხდა, მე მიმაჩნია, რომ ეს იყო ხალხის აჯანყებამდე მიყვანა. მიმაჩნია, რომ თქვენ იქ მოიქეცით სწორად, რომ შეაჩერეთ მოსალოდნელი სისხლისღვრა და ამიტომ ჩემი პირადად მადლობა თქვენ. ეს ერთი და მეორე, მინდა გითხრათ, რომ პანკისის ხეობაში სანამ ეს აჯანყება მოხდებოდა მანამდე ცუდი ფაქტები იყო დადებული ძალიან. თუნდაც ის სპეცოპერაციები, რომელიც ჩაატარეს სპეცსამსახურებმა. 

პატრიოტთა ალიანსის წევრი ემზარ კვიციანი შს მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც გახარიას მინისტრის ფარგლებში უსმენენ.

კომენტარები