17 მაისი

გახარია 17 მაისზე: შსს მედიატორი ვერ იქნება, 2-ვე მხარეს გავაცნობთ თხოვნებსა და მოთხოვნებს

17 მაისთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულად აცნობიერებს და აფასებს რისკებს, თუმცა ასევე, მინდა, გითხრათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ორ ძალას შორის მედიატორი ვერ იქნება. ჩვენი ამოცან არის მართლწესრიგი და ჩვენი მოქალაქეების დაცვა. წინასწარ ორივე მხარეს გავაცნობთ ობიექტურ რეალობას და რისკების შეფასებას, ასევე პირობებს, რომლის შესრულებაც აუცილებელია იმისთვის, რომ ამ ღონისძიებების დროს ქალაქში გართულება არ იყოს. ეს ყველაფერი ორივე მხარისთვის თხოვნისა და მოთხოვნის სახითაც იქნება წაყენებულად

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში "მინისტრის საათის" ფარგლებში პასუხობს პატრიოტთა ალიანსის, გიორგი ლომიას, კითხვას 17 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. 17 მაისი ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

კომენტარები