პრემიერი: სამთავრობო ცვლილებების საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება

2019-2020 წლებში ჩვენ გამოყოფილი გვაქვს საბიუჯეტო რესურსი, რათა მივაღწიოთ ყველა მიზანს, რომელსაც საზოგადოებას დავპირდით.ბუნებრივია, ამ მიზნების მიღწევა საკმაოდ რთული პროცესია. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, ყველა უწყება, ყველა სამინისტრო განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობდეს. შესაბამისად, სიჩქარესა და ტემპებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აქედან გამომდინარე, თუ რომელიმე უწყებაში იქნება რეალური საფუძველი იმისა, რომ ვიღაც ვერ აკმაყოფილებს ამ ტემპს, იმ მიზნებისა და ორიენტირების მიღწევას, რომელიც გაწერილია ბიუჯეტში როგორც 2019, ასევე 2020 წელს, ჩვენ ვართ ერთი გუნდი და მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რაც უნდა მივიღოთ. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ამ ეტაპზე მსგავსი საკითხი (სამთავრობო ცვლილებები) არ განიხილება.

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ სამთავრობო ცვლილებების საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები