სააკაშვილი ზახაროვას: გჩუქნით სტალინს, მაშენკა, თუ ასე აღგაგზნებთ

რაღაც ძალიან ხშირად დაიწყეს ჩემი გახსენება მოსკოვში ყოველი მომდევნო ნერვული აშლილობის დროს. თუმცა, სტალინთან მე რა კავშირი მაქვს? ჯერ ერთი, ჩემი ოჯახის დიდი ნაწილი სტალინმა გაანადგურა, და მეორეც, სტალინი ვლადიმირ ვლადიმიროვიჩის [პუტინი] კუმირია და არანაირად არ არის ჩემი. მე გორში მისი ძეგლი ავიღე იმ ფონზე, რომ რუსეთში იდგმებოდა. მესამე, მიუხედავად იმისა, რომ მე საქართველოს შვილებს ეთნიკურად არ ვარჩევ, თავად ვლადიმიროვიჩს არაერთხელ უთქვამს, რომ მისი ინფორმაციით, სტალინი არა ქართველი, არამედ - ოსია. ასე რომ ვჩუქნი სტალინს თქვენს ხელმძღვანელობას და პირადად თქვენ, მაშენკა, თუ ასე აღგაგზნებთ

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა წარმომადგენელს, მარია ზახაროვას, პასუხობს, რომელიც თავის მხრივ, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა. პაველ კლინკინმა უკრაინელებს მოუწოდა, რომ აქცია გამართონ, სადაც სტალინის მსხვერპლი უკრაინელების ფოტოებით ხელში მივლენ. ზახაროვამ კი მას უპასუხა - "სააკაშვილის მიწვევა არ დაგავიწყდეთ".
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წალკაში 85 წლის პირი დააყაჩაღეს და მოკლეს, შსს-მ 2 კაცი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები