საქართველოს საგარეო კურსი

მინდიაშვილი: არათანმიმდევრულია, რომ ზურაბიშვილის კრიტიკა ისმის, სააკაშვილის - არა

სალომე ზურაბიშვილის ფრაზა ამერიკულ ბაზებთან დაკავშირებით, ბუნებრივია, პირდაპირ შეიძლება განვიხილოთ დასავლური კურსის რევიზიის მცდელობად, - ეს იგივეა, ეთქვა, რომ ნატოსკენ სწრაფვა არ არის მიზანშეწონილი. ამიტომ, ამას უნდა მოყვეს მძაფრი და შედეგიანი პროტესტი. მეორე მხრივ, როგორ გგონიათ, ნაკლებად პრობლემატურია "კოლონიზატორული დასავლეთი"? დასავლეთისა და რუსეთის ერთ კონტექსტში მოაზრება? და როცა ზურაბიშვილს კრიტიკა ისმის და სააკაშვილისა, ამ კუთხით, - არა, ეს, სულ მცირე, არათანმიმდევრულობაზე ხომ არ მეტყველებს?

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი Facebook-ზე ეხმაურება მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების ბოლოდროინდელ განცხადებებს. კითხვას, არის თუ არა საქართველოში აშშ-ის ბაზების განთავსებისთვის ღია, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ "არ გვჭირდება ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც შეიძლება, პროვოკაციად იყოს აღქმული". თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაზე საუბრისას თქვა, რომ "ერთ მხარეს პუტინია, მეორე მხარეს კი დასავლეთი ასევე კოლონიალური მიდგომებით".

კომენტარები