ინაშვილი: საქართველოსთვის უნიკალური მოდელია მიუმხრომლობა, არავის ბაზა არ გვჭირდება

არც ეკონომიკა, არც სოციალური პირობები, არც განათლება, არაფერი არ განვითარდება, თუ ჩვენს ქვეყანაში არ იქნება მშვიდობა და სტაბილურობა. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ საქართველოსთვის დღეს უნიკალურია ავსტრიის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის მოდელი - მიუმხრომლობა. ჩვენ არც ერთი ქვეყნის სამხედრო ბაზა არ გვჭირდება საქართველოს ტერიტორიაზე.

პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ეს განცხადება 4 მაისს სპოტის სასახლეში გამართულ მხარდამჭერებთან "საგანგებო შეკრებაზე" გააკეთა.
მოკლე ბმული: