ემზარ კვიციანი

კვიციანი: მე ვიყავი პატარა სარდალი, სტალინი - დიდი სარდალი, ისიც ქართველია და მეც, მიხარია

საქართველოში, ჩვენდა სამარცხვინოდ, ყველაზე მეტად ებრძვიან სტალინს. ამ დროს მსოფლიოში არის აღიარებული და მათ შორის ევროპაშიც ყველგან დგას მისი ძეგლები და ჩვენთან სამარცხვინოდ წააქციეს მისი ძეგლები. 

ამერიკულმა ჟურნალმა ფორბსმა გააკეთა გამოკითხვა - ყველაზე გავლენიანი ადამიანი დედამიწაზე. პირველ ადგილზე გავიდა ქრისტე, მეორე ადგილზე - ჩვენი ქართველი სტალინი. 

მე ყოველთვის შევეცდები, რომ სტალინის პოზიციები დავიცვა, გამომდინარე იქიდან, რომ მე ვიყავი უკვე, შეიძლება ითქვას, მონაწილე და პატარა სარდალი და ის იყო დიდი სარდალი. მე მესმის მისი თითოეული მაშინდელი განცდაც. იმხელა მონსტრთან ბრძოლა რას ნიშნავდა გასაგებია და ფაშისტურ ბრძოლამდე კიდე რა ბრძოლები გაიარა და რას უზამდნენ მას, რომ მორეოდნენ, ესეც ძალიან კარგად ვიცი. 

რამდენჯერ იყო ციხეში, რამდენჯერ გაიქცა, რამდენჯერ გადასახლებაში იყო, რამდენი უბედურება გაიარა ამ უნიჭიერესმა და გენიოსმა კაცმა და ის არის ქართველი და მეცა ვარ ქართველი. მე ვაფასებ და მიხარია. 

თქვა პატრიოტთა ალიანსის წევრმა, დეპუტატმა ემზარ კვიციანმა მძიმე კაცთან.

კომენტარები