ჩვენ რესურსებზე რომ ვლაპარაკობთ, არც გაზი გვაქვს და არც ნავთობი, მაგრამ გვაქვს კულტურა. ჩვენთანაც შემოდის ევროპა თავის კულტურით. მთელი ეს ბოლო წლები, რაც საქართველომ აღადგინა თავისი დამოუკიდებლობა, შემოვიდა ის დღევანდელი ევროპული კულტურა თავისი კანონმდებლობით, თავისი წესრიგით და ამან განაპირობა ჩვენი დღევანდელი განვითარება, საქართველოს დაბრუნება თავის დემოკრატულ წარსულში, უკვე შორეულ წარსულში, რომელიც შეწყვეტილი იყო, მაგრამ ამას დავუბრუნდით ევროპის მეშვეობით. ევროპა ამაში არის ჩვენი მთავარი გვერდში მდგომი და მხარდამჭერი, მაგრამ ეს არ არის ერთმხრივი გზა. ჩვენც შევდივართ ევროპაში, ევროპის კულტურაში. აქ ნახსენები იყო ყველა ის ნაბიჯი, რაც გადადგმულ იქნა ამ ბოლო წლებში და რასაც ჯერ კიდევ ვაპირებთ, მაგრამ მე მგონია, რომ ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს კიდევ მეტი ამბიცია
tbl.ge/3nzr
დაკოპირდა
ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო ფორუმზე სახელწოდებით - „კულტურათა კავშირი - საქართველოსა და ევროპის შემოქმედებითი მომავლის განვითარება“ ისაუბრა. ზურაბიშვილის ამ კომენტარს ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
ამავე თემაზე
- პრეზიდენტი: აღარ ვართ არც ნორმალურ სახელმწიფოში, არც ნორმალურ ქვეყანაში
- ზურაბიშვილი: ქართული ოცნება რუსული ოცნებაა
- მითხრეს, წადიო - წამოვედი, დაბრუნდიო - დავბრუნდი – ფესვების ხელმძღვანელი თბილისში ვიზიტზე
- ზურაბიშვილი: ანსამბლი "ფესვები" აჭარისკენ გააბრუნეს – თავად იფიქრეთ, საიდან მოვიდა მითითება
- პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებს ვეტო დაადო