გიორგი ქობულიას გადაყენება

უგულავა: ქობულია ისე გაქრება, შარშანდელი თოვლივით არავის ემახსოვრება

ქობულია ისე გაქრება, შარშანდელი თოვლივით არავის ემახსოვრება, პრობლემა არის ივანიშვილი, რომელიც უნდა მართავდეს ქვეყანას და არ მართავს, რომ მართავდეს ვაი იქნებოდა, რომ არ მართავს - ვუია. აი ამ სიტუაციაში ვართ. მართავს და უბედურებაა, არ მართავს უბედურებაა, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არის, რომ ეს კაცი არჩევნებით უნდა გაუშვა. ყოველი დღეს, ყოველი საათი, ყოველი კვირა უკვე მავნებლობაა, იმიტომ რომ მხოლოდ მავნებლობაზე არიან გადასული. მეტი არაფერი. შეუძლებელი ამათი ხელიდან რამე სიკეთე გამოვიდეს, აღარ არსებობს. დამთავრებულია, გაუშვეს ყველა შესაძლებლობა ხელიდან

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა პალიტრანიუსის გადაცემაში "360 გრადუსი". ცნობისთვის, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას თანამდებობიდან წასვლის შესახებ ბრძანებას პრემიერმინისტმა ბახტაძემ ხელი 18 აპრილს მოაწერა. ქობულიამ ინტერვიუში თქვა, რომ ის გადააყენეს და თანამდებობა თავისი ნებით არ დაუტოვებია. ოპოზიციამ ყოფილი მინისტრი კომიტეტზე დაიბარა.

კომენტარები