რუსთავი 2-ის საქმე

ხუხაშვილი: R2-ის არსებობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის

ნიუტონის III კანონი ქართულ მედია სივრცეში - პროპაგანდა წარმოშობს იგივე სიდიდის კონტრ-პროპაგანდას. რომელია პირველადი და რომელი მეორადი, ამაზე ვერ შევთანხმდებით. ჯობია არც ერთი არ იყოს, მაგრამ თუ ეს შეუძლებელია, მაშინ რუსთავი-2-ის არსებობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის. ისე, ხელისუფლებას ვურჩევდი - თუ რუსთავი-2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა უნდა, ათასგვარ მამაძაღლობაზე კი არ იფიქროს, იმედი გაათავისუფლოს. ნიუტონის ზემოთაღნიშნული კანონის შესაბამისად რუსთავი-2-ის ქმედებაც შემცირდება. პრობლემა იმაშია, რომ არც ერთი ხელისუფლება ფიზიკის კანონებს არ აღიარებს

წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი რუსთავი 2-ის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე. რუსთავი 2-ის გენდირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ტელეკომპანიის 10 პროცენტის მფლობელი ნინო ნიჟარაძე დანარჩენი მეწილეებისგან ითხოვს დაგროვილი გადასახადების კომპენსაციას, ჯამში 26 მილიონს ლარს. გვარამიას თქმით, ამ სარჩელის მთავარი მიზანი ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა, მისი ინფორმაციით, მთავარი მოთხოვნა, რასაც მოსარჩელე მხარე წამოაყენებს, მისი უფლებამოსილების შეჩერება იქნება.

კომენტარები