რუსთავი ორის საქმე

ჯაში რუსთავი 2-ზე: ნებისმიერი მედიის სარედაქციო პოლიტიკა პოლიტიკური ჩარევისგან თავისუფალია

თუ ბოლო წლების განმავლობაში რომელიმე სფეროში მნიშვნელოვანი მიღწევები და წინსვლაა, ერთ-ერთი მედია თავისუფლებაა და არა მხოლოდ საერთაშორისო რეიტინგების თვალსაზრისით, არამედ საზოგადოების თითოეული წევრი თავად არის მომსწრე, რამდენად თავისუფალია ნებისმიერი მედიის სარედაქციო პოლიტიკა ცენზურისგან თუ პოლიტიკური ჩარევისგან.

განთლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში რუსთავი ორის გარშემო მიმიდნარე მოვლენებზე. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანიის 10 პროცენტის მფლობელი ნინო ნიჟარაძე დანარჩენი მეწილეებისგან ითხოვს დაგროვილი გადასახადების კომპენსაციას, ჯამში 26 მილიონს ლარს. საჩივარი ტელეკომპანიის წინააღმდეგ უკვე შეტანილია. რუსთავი ორის დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ ეს დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ "ქართული ოცნების" ახალი გეგმაა. ჯაშის ამ კომნეტარს პირველი არხი ავრცელებს.

კომენტარები