რუსთავი ორის საქმე

ცქიტიშვილი: რუსთავი 2 ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს მოქალაქეები და საერთაშორისო საზოგადოება

შევაფასებ როგორც მორიგ სცენარს "რუსთავი 2"-ისგან რომ წარმოაჩინოს, რომ თითქოს რაღაც შეტევას აქვს ადგილი, მაშინ, როდესაც მშვენივრად ვხედავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსთავი 2 არაერთხელ აანონსებს რაღაც შეტევას "რუსთავი 2"-ზე, მაგრამ ამავე პერიოდის განმავლობაში „რუსთავს“ აქვს შეუზღუდავი საშუალება გამოხატოს საკუთარი აზრი და მეტსაც გეტყვით, რომ მისი აზრის გამოხატვა სცდება ყოველგვარ ეთიკურ, მორალურ და ზნეობრივ ნორმებს. მათ შორის, ლანძღვა და გინება პირდაპირი ეთერიდან. ასე, რომ ალბათ, ყველანი ვრწმუნდებით იმაზე, რომ "რუსთავი 2"-ზე არანაირი შეტევა არ მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, და ეს არის კვლავ მორიგი მცდელობა "რუსთავი 2"-ის მხრიდან შეცდომაში შეიყვანოს როგორც ჩვენი მოქალაქეები, ასევე საერთაშორისო საზოგადოება. 

ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი რუსთავი ორის საქმეზე. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანიის 10 პროცენტის მფლობელი ნინო ნიჟარაძე დანარჩენი მეწილეებისგან ითხოვს დაგროვილი გადასახადების კომპენსაციას, ჯამში 26 მილიონს ლარს. საჩივარი ტელეკომპანიის წინააღმდეგ უკვე შეტანილია. რუსთავი ორის დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ ეს დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ "ქართული ოცნების" ახალი გეგმაა

კომენტარები