რუსთავი 2

კალაძე რუსთავი 2-ზე: ჩვენ გვაქვს ზედემოკრატია და ზეთავისუფლება

სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ვიცი რა სარჩელზეა ლაპარაკი. დღეს საქართველოში ჩვენ გვაქვს თავისუფლება და ყველა ტელევიზია, ყველა ჟურნალისტი... თქვენ არავინ არაფერს არ გიზღუდავთ და ამის ძალიან ბევრი ნათელი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, თუნდაც ბოლო დღეების სიუჟეტები. რავი, მე ვერ ვხედავ ამის პრობლემას, რომ საქართველოში ვინმე ვინმეს ზღუდავდეს. პირიქით, ჩვენ გვაქვს ზედემოკრატია და ზეთავისუფლება. არ მინდა შევიდე დეტალებში, ეს არ არის ჩემი პრეროგატივა, რომ შევიდე კონკრეტული საქმის დეტალებში, შესაბამისი სპეციალისტები არსებობს, თან ვარ ხელისუფლების წარმომადგენელი და ჩემი მხრიდან არასწორი იქნება რაიმე განცხადების გაკეთება.

თბილისის მერი, კახა კალაძე რუსთავი ორის საქმეზე. 6 მაისს ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანიის 10 პროცენტის მფლობელი ნინო ნიჟარაძე დანარჩენი მეწილეებისგან ითხოვს დაგროვილი გადასახადების კომპენსაციას, ჯამში 26 მილიონს ლარს. საჩივარი ტელეკომპანიის წინააღმდეგ უკვე შეტანილია. რუსთავი ორის დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ ეს დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ "ქართული ოცნების" ახალი გეგმაა.

კომენტარები