რუსთავი ორის საქმე

კილაძე რუსთავი 2-ზე: ამ საკითხთან ივანიშვილის დაკავშირება პოლიტიკური სპეკულაციაა

ვფიქრობ, რუსთავი 2 არის ზეთავისუფალი თავის სარედაქციო პოლიტიკაში აქედან გამომდოინარე, გაუგებარი და უცნაურია ის, რაც გუშინ ბატონმა გვარამიამ თქვა. ამ საკითხთან ბიძინა ივანიშვილის დაკავშირება, ჩემი აზრით, არის პოლიტიკური სპეკულაცია.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძე რუსთავი ორის გარშემო მიმიდნარე მოვლენებზე. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანიის 10 პროცენტის მფლობელი ნინო ნიჟარაძე დანარჩენი მეწილეებისგან ითხოვს დაგროვილი გადასახადების კომპენსაციას, ჯამში 26 მილიონს ლარს. საჩივარი ტელეკომპანიის წინააღმდეგ უკვე შეტანილია. რუსთავი ორის დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ ეს დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ "ქართული ოცნების" ახალი გეგმაა.

კომენტარები