მაჩალიკაშვილი: თუ ასეთი საშიში ადამიანი ვარ, ჩამისაფრდით და ფაქტზე დამაკავეთ

ტერორიზმი შუაში არ არის, ეს სუს-ს უნდა, რომ ამას ტერორიზმი დაარქვას. ამის პროვოკაცია იყო. რაც ამ ერთ წელიწადში ამათ ჩემ მიმართ სიბინძურე ჩაიდინეს, ამას ახსნა არ აქვს - მუქარა, შიში, დაშინება, შესყიდვები, განადგურების მცდელობები, ყველა ჩემს სიტყვას იწერენ, ეს დანაშაულია. თუ ვარ ასეთი საშიში ადამიანი, ჩამისაფრდით, მე თუ ამის შემსრულებელი ვარ, იქ დამაკავეთ, ადგილზე, ფაქტზე დამაკავეთ, აქ ადამიანებს ნუ აშინებთ ჩემით

მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ის განცხადების შესახებ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზებით რამდენიმე პირის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს. სუს-მა მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც დიალოგი ქისტურ ენაზე მიმდინარეობს. უწყების ცნობით, მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის ჩადენას დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მაჩხაანში, სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის, მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილისა და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს აპირებდა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წინასაარჩევნო ქუბების ნაკრები [VIDEO]

კომენტარები