საზოგადოებრივი ტრანსპორტი

პრემიერი: თბილისი იქნება ნამდვილი ევროპული ქალაქი, ჩვენ ამას გპირდებით

მე მახსოვს რამდენიმე თვის წინ მე და კახამ ერთად დავაანონსეთ რომ ქალაქში დავწიყებდით ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს და ეს პირველ რიგში შეეხებოდა საზოგადოებრივ ტრაქნსპორტს და ამ წარსულს (ყვითელ ავტობუსებს) ჩავანაცვლებდით მომავლით. წლის ბოლომდე კიდევ 200 ახალი ავტობუსი შემოვა, რაც ფაქტიურად ნიშნავს, რომ ჩვენ მთლიანად ჩავანაცვლებთ თბილისში ძველ პარკს. ამასთან ერთად, ჩვენ დამატებითი რესურსი გამოვუყავით თბილისის მერიას, რომ გააგრძელოს ეს პროგრამა. მომავალ წელს დაგვემატება ელექტრო ავტობუსები. ზოგადად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი, ჩვენ მიერ განცხადებული მწვანე პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი და მე ძალიან მიხარია, რომ კახამ თავის გუნდთან ერთად ასე მოკლე ვადებში შეძლო ამ პროექტის რეალიზაცია. ჩვენი ამოცანა არის, რომ თბილისის აუცილებლად უნდა გავხადოთ ევროპული კატეგორიის დედაქალაქი, ყველა სტანდარტის მიხედვით, მათ შორის როცა ჩვენ ვსაუბრობთ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. ჩვენ დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა, რომლითაც ამ პრობლემას ერთხელ და სამუდამოს მოვაგვარებთ. ვიცით, რომ ჩვენ სხვა მიმართულებებში გვაქვს პრობლემები, მაგალითად მეტრო. აქაც მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება თბილისის მუნიციპალიტეტს გავუზრდით ბიუჯეტს და დაიწყება ახალი შემადგენლობების შემოყვანა. თბილისი იქნება ნამდვილი ევროპული ქალაქი. ჩვენ ამას გპირდებით და აუცილებლად შევასრულებთ.

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ახალი მწვანე ავტობუსების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები