ღვთისმშობლის წილხვდომილობა

მინდიაშვილი: მითი, რომ ქართველი ერი არის გამორჩეული სხვა ერთა შორის, ერესი და მკრეხელობაა

ღმრთისმშობლის წილხვედრად სახელმწიფოს, ერის გამოცხადება არის საქართველოს საპატრიარქოსა და ხელისუფლების უმეცრების, ამპარტავნების, ქრისტეს მოძღვრებისგან განდგომის უმძიმესი ცოდვა. ქართული მესიანიზმი, მითი იმის შესახებ, რომ ქართველი ერი არის გამორჩეული სხვა ერთა შორის, ერესი და მკრეხელობაა, რადგან ახალი აღთქმა არაორაზროვნად უაყოფს რომელიმე ერის გამორჩეულობის, უპირატესობის დოქტრინას, მეტიც, - უარყოფს ღმერთის წინაშე ერების რელიგიურ მნიშნველობას, რადგან ამავე მოძღვრების თანამხად, ღვთის მფარველობით კონკრეტული პიროვნება სარგებლობს და არა - ერი. როგორც მოციქული პავლე წერს, " ყოველნი შვილნი ღმრთისანი ხართ სარწმუნოებითა ქრისტე იესუჲსითა. რამეთუ რაოდენთა ქრისტეს მიმართ ნათელ-იღეთ, ქრისტე შეიმოსეთ. არა არს ჰურიაება, არცა წარმართება; არა არს მონება, არც აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქუენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესუჲს მიერ. (გალატელთა, 3. 25 - 28)

წერს თეოლოგი ბექა მინდიაშვილი. რიგგარეშე სხდომაზე, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, 12 მაისი ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე იქნება.

კომენტარები