მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმე

წულუკიანი: მთავარია, რომ დანაშაული თავიდან არის აცილებული, მინდა მადლობა გადავუხადო სუს-ს

მე მინდა მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმიტომ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მათ მოახდინეს დანაშაულის პრევენცია და თან ისეთი დანაშაულისა, რომელსაც კავშირი აქვს ტერორიზმთან. დაველოდოთ შედეგებს. მთავარი არის ის, რომ დანაშაული თავიდან არის აცილებული და მინდა რომ პოტენციური მსხვერპლის და მსხვერპლების ოჯახებს სიმშვიდე ვუსურვო.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მახლაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე და სუს-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზებით რამდენიმე პირის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს. უწყებამ მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც დიალოგი ქისტურ ენაზე მიმდინარეობს. უწყების ცნობით, მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის ჩადენას დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მაჩხაანში, სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის, მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილისა და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს აპირებდა.

კომენტარები