პრემიერი მაჩალიკაშვილზე: სუს-მა შეძლო და პრევენცია გაუკეთა უმძიმეს დანაშაულს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო და პრევენცია გაუკეთა უმძიმეს დანაშაულს, ჩვენ ყველამ ვიხილეთ ეს გუშინ, პროკურატურამ გააკეთა განცხადება, ისინი სწავლობენ მტკიცებულებებს, რასაც მოჰყვება შემდეგ შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები. მე მსურს გიპასუხოთ როგორც როგორც რიგითმა მოქალაქემ, მე გუშინ დავინახე, რომ უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო უმძიმესი დანაშაულის პრევენცია და მადლობა მინდა გადავუხადო.

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე მახლაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე და სუს-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზებით რამდენიმე პირის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს. უწყებამ მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც დიალოგი ქისტურ ენაზე მიმდინარეობს. უწყების ცნობით, მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის ჩადენას დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მაჩხაანში, სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის, მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილისა და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს აპირებდა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები