მაჩალიკაშვილი: მე რომ დამიჭირონ, მათდა საუბედუროდ, ჩემს ზურგს უკან ძალიან ბევრი ხალხი დგას

მე, რომ დამიჭირონ, მათდა საუბედუროდ, ჩემს ზურგს უკან დგას ძალიან ბევრი ხალხი. მიზანმიმართულად იყვნენ ჩემთან მოსულები თემირლანის მოსაკლავად და ეს გააკეთეს კიდეც. მე ვფიქრობ მაგათ სახლი შეეშალათ. რატომ არ იძახიან შურისძიები მცდელობას, რატომ არ იძახიან მკვლელობის მცდელობას? იმიტომ რომ შურისძიების მცდელობას რომ იტყვიან, ამას ყველა მიხვდება. როდის იძიებს კაცი შურს? როცა არაფერში დამნაშავე არ არის და მოგიკლავენ ვიღაცას. აი ამიტომ არ იძახიან და პირდაპირ იმ კონტექსტში გადაიტანეს, ტერაქტის მცდელობა, სირცხვილი ამათ, სირცხვილი ამ უღირსებს.

მალხაზ მაჩალიკაშვილი დღეს დაკითხვაზე იყო დაბარებული სუს-ში, თუმცა არ მისულა და თქვა, რომ ხვალ მივა. იგი დაკითხვაზე გუშინაც იყო დაბარებული.

კომენტარები