ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაული

პაპუაშვილი წილხვდომილი თუ წილხვედრზე: აღდგა-აღსდგას მსგავსია

შეიძლება, ლიტერატურულად არის გამართული წილხვდომილი, ისევე, როგორც დავა რომ მიდის, [ქრისტე] აღდგაა სწორი, თუ აღსდგა. სხვადასხვა წყაროში სხვადასხვანაირად არის. ამ ფორმულირებაზე კითხვა არ გამჩენია. აზრი, მე ვფიქრობ, რომ შინაარსი ერთი და იგივეა. მე წილხვედრი ვიცი, არის, ალბათ, სხვა ფორმებიც. ამაზე დავას არ ვაპირებ. ალბათ, სპეციალისტებს უნდა ჰკითხოთ

ქართული ოცნების დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი. ტაბულა დაინტერესდა, რატომ წერია კანონში ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღე და არა - ღვთისმშობლის წილხვედრი. 8 მაისს, რიგგარეშე სხდომაზე, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, 12 მაისი ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე იქნება. 12 მაისი, რომელიც ისედაც უქმე იყო (ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე), საკანონმდებლო ორგანომ დასვენების დღედ გამოაცხადა. ცვლილებას მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა.

კომენტარები