მამუკა ბახტაძე

ბახტაძე: არაარგუმენტირებულია კრიტიკა, რომ სოფლის მეურნეობაში ჩვენი ინვესტიციები უშედეგოა

გვაქვს მასშტაბური ცვლილებები პროგრამაში დანერგე მომავალი. მე მინდა, ყველას შეგახსენოთ, რომ რამდენიმე წლის წინ დეფიციტი სოფლის მეურნეობის ვაჭრობაში იყო 900 მილიონი და დღეს ჩვენ შევძელით და ეს ციფრი ჩამოვიყვანეთ 300 მილიონზე. ჩვენი გაცხადებული პრიორიტეტი გახლავთ ის, რომ ჩვენ სოფლის მეურნეობაში აუცილებლად გავზრდით წარმადობას. მე არაერთხელ მომისმენია სრულიად არაარგუმენტირებული პასუხები, რომ ჩვენს მიერ ინვესტირებული თანხები სოფლის მეურნეობაში ვითომ არ იძლევა შედეგს. ბუნებრივია, ეს არ შეეფერება სიმართლეს. ეს ციფრები არის ამის კონკრეტული მაგალითი.

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საუბრობს მთავრობის მიერ მიღწეულ შედეგებზე სოფლის მეურნეობაში

კომენტარები