ბახტაძე: ვცდილობთ, დიასპორა ჩავრთოთ ქვეყნის აღმშენებლობასა და თვითმყოფადობის შენარჩუნებაში

დიასპორასთან ურთიერთობა არის ჩვენი მთავრობის პრიორიტეტი. უფრო მეტიც, ახალი კონსტიტუციით ეს არის ჩვენი ვალდებულება. შესაბამისად, ჩვენ ვცდილობთ, უზრუნველყოთ ჩვენი საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების მაქსიმალური ჩართულობა ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში, ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების პროცესში და ზოგადად, საქართველოს პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის პროცესში. საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოამზადა ინიციატივა, რომლითაც შეიქმნება ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით დიასპორაზე მიმართული პროექტების დაფინანსების მექანიზმი, ფონდი.

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის პრიორიტეტებზე საუბრობს
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

დააკავეს პირი, რომელმაც დიდ დიღომში ქალი ყელის არეში ცივი იარაღით დაჭრა

კომენტარები