ეკონომიკის მინისტრი: ჩვენ ვიქნებით ის ერთი ფანჯარა, რომელსაც მიუკაკუნებს თითოეული ინვესტორი

საინვესტიციო პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ეკონომიკის სამინისტროს მიეცა განსაკუთრებული ფუნქცია და დატვირთვა, რომ არა მხოლოდ თავად იზრუნოს საინვესტიციო პოლიტიკასა და ინვესტორებზე, არამედ სხვა კოლეგა უწყებებშიც, ვისაც აქვს შეხება ინვესტორებთან, გაუწიოს კოორდინაცია, მათ შორის ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობაშიც. ეს ნიშნავს იმას, რომ რეალურად, ჩვენ განვამტკიცებთ ერთი ფანჯრის პრინციპს ჩვენი სამინისტროს სახით - ჩვენ ვიქნებით ის ერთი ფანჯარა, რომელსაც მიუკაკუნებს თითოეული ინვესტორი. სპეციალურად დაინიშნა მინისტრის ახალი მოადგილე, ნიკა ალავიძე. ის ძალიან გამოცდილი ადამიანია, კერძო სექტორიდან მოდის, მუშაობდა კორპორატიულ ბანკირად სხვადასხვა წამყვან საბანკო დაწესებულებებში. მისი გამოცდილება გამოგვადგება. ეკონომიკის სამინისტროს არის ის მთავარი საკონტაქტო უწყება, სადაც მოვა ნებისმიერი ინვესტორი და ჩვენ თავიდან ბოლომდე გავყვებით ისე, რომ მას არ უწევდეს ერთი უწყებიდან მეორე უწყებაში სიარული, სხვადასხვა ვადაზე აპელირება, გაჭიანურება...

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ამის შესახებ გადაცემა "ფორბსის კვირისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები