გახარია: ბასიანის სპეცოპერაციის მერე კლუბური ნარკოტიკებით გარდაცვალების ფაქტები შემცირდა

12 მაისის შემდეგ, როცა ჩატარდა ეს ღონისძიება, კლუბური ნარკოტიკებით ინტოქსიკაციით გარდაცვალების ფაქტი ერთი წლის განმავლობაში გვქონდა ორი, ორი ტრაგიკული შემთხვევა. რა თქმა უნდა, ესეც ბევრია, მაგრამ ყველას კარგად გვახსოვს, ერთი წლის წინ, ყოველი პარასკევი და შაბათი ამ ქალაქში იყო უმძიმესი მოლოდინის დღეები. და იმდენად კრიტიკულად არის შემცირებული ასეთი შემთხვევები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - 12 მაისიდან 12 მაისამდე საქართველოში კლუბური ნარკოტიკებით ინტოქსიკაციისა და კლუბიდან გამოსული ადამიანების გარდაცვალების შემთხვევა გვქონდა ორი. ამის შემდეგ აბსოლუტური პასუხისმგებლობით და ხაზგასმით აღვნიშნავ - როგორც კი მსგავსი პოზიტიური გაუმჯობესებული მდგომარეობა გაუარესდება, ვერავინ ვერასოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერ აუკრძალავს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას. არ იქნება არც ერთი დახურული ზონა.

კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციიდან ერთი წლის შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი აქტივისტების საპროტესტო ინსტალაციებს ეხმაურება - მის ბიუსტს რუსთაველის გამზირზე და ბანერებს ქალაქის სხვადასხვა ადგილას
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები